26 მაისს, კიევში, ჩემპიონთა ლიგის დიდი ფინალია. მადრიდის „რეალი“ ინგლისურ „ლივერპულს“ ეთამაშება. ორი გრანდის, ორი ფილოსოფიის, ორი დიდი ისტორიის შერკინება უდიდეს ინტერესს იწვევს.
მადრიდის “რეალი” და “ლივერპული” ევროთასების ისტორიაში ერთმანეთს აქამდე სულ ხუთჯერ შეხვდნენ.
სამ შემთხვევაში გამარჯვება ინგლისელებს დარჩათ, ორჯერ კი ესპანელებს.
პირველად მერსისაიდელები და “სამეფო კლუბის” ფეხბურთელები 1981 წელს, ევროპის თასის ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მაშინ “პარკ დე პრენსზე” ინგლისელებმა ალან კენედის გოლით იმარჯვეს.
შემდეგ ორ შეხვედრაშიც გამარჯვება “ლივერპულს” დარჩა. 2008-09 წლების ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, ინგლისელებმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” 1:0 იმარჯვეს, საკუთარ მოედანზე კი მეტოქე 4:0 გაანადგურეს.
ბოლო ორი მატჩი უკვე “რეალის” გამარჯვებით დასრულდა. 2014/15 წლების სეზონში, უეფას ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, “ბლანკოსმა” “ენფილდზე” 3:0 გაიმარჯვა, საკუთარ მოედანზე კი მეტოქეს 1:0 მოუგო.
მეექვსე შეხვედრა კიევშია, ლიგის ფინალში.
„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო მედალს მიიღებს. მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ ბრაზილიელის წვლილი ღირსია, რომ კოუტინიოს საპრიზო ადგილისთვის განკუთვნილი მედალი გადასცენ. მოგეხსენებათ, კოუტინიომ სეზონისპ ნაწილი „ლივერპულში“ გაატარა.
„ლივერპულის“ თავდამსხმელმა სადიო მანემ თავის მშობლიურ სოფელში კლუბის 300 მაისური გააგზავნა.
სენეგალის სოფელ ბამბალიში ფინალის დღეს არავინ იმუშავებს. დღემდე აქ ცხოვრობენ მანეს მშობლები, მოსახლეობა კი ფეხბურთს „ლივერპულის“ მაისურებში გამოწყობილები უყურებს.