LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა ბათიაშვილს მუსიკის კატეგორიაში „ევროპული კულტურის“ პრიზი გადაეცა

200
ლიზა ბათიაშვილი

ლიზა ბათიაშვილს მუსიკის კატეგორიაში „ევროპული კულტურის“ პრიზი გადაეცა. გალა-ცერემონიას გუშინ ლუქსემბურგის ფილარმონიამ უმასპინძლა.

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ახალი თაობის არტისტების მხარდაჭერისთვის დააჯილდოვეს. ლიზა ბათაშვილმა წლების წინ დააარსა საქველმოქმედო ფონდი და განსაკუთრებულ თანადგომას უწევს ახალი თაობის ქართველ მუსიკოსებს და ეხმარება მათ ევროპაში განათლების მიღებასა და წარმატებული კარიერის განვითარებაში.

ლიზა ბათიაშვილის დასაჯილდოებლად გუშინდელ ცერემონიაზე სპეციალურად იყო მოწვეული ცნობილი მუსიკოსი Tali (Tali Golergant), რომელმაც აღნიშნა, რომ ლიზა თავისი საქმით, მუსიკით იბრძვის თავისი ქვეყნისთვის, ასევე თქვა, რომ ცოტა ხნის წინ, ლიზას მოწვევით საქართველოს ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი სტუმრობდა სრული შემადგენლობით.

ლიზა ბათიაშვილის მიმართვა დაჯილდოების ცერემონიაზე: „12 წლის ასაკში გადმოვედი გერმანიაში საცხოვრებლად, ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო, ენაც, კულტურაც, ქვეყანაც და დღეს ვამაყობ, რომ ევროპული კულტურის ნაწილი გავხდი. დიდი იმედით ვუყურებ ვითარებას ჩემს სამშობლოში, საქართველოში, სადაც ახალგაზრდები გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლის დასაცავად, ძალიან შთამბეჭდავია მათი შემართება. ვფიქრობ, რომ დღეს ევროპა დიდი გამოწვევების წინაშე დგას და უნდა იყოს ერთიანი და ძლიერი, როგორც არასდროს, რათა მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევა შეძლოს საქართველოსთვის და იმ ქვეყნებისთვის, ვისაც ეს თანადგომა ძალიან სჭირდება.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g