LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზოს წარმოუდგენელი გარდასახვა – 36 წლის არტისტი ფოტოებს ავრცელებს

106
page

ამერიკელმა მომღერალმა, რეპერმა და კომპოზიტორმა ლიზომ „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა. 36 წლის არტისტი შესანიშნავად გამოიყურებოდა. ის წონაში საგრძნობლად არის დაკლებული და როგორც ჩანს, სულ მალე მისი სრული გარდასახვა გველოდება.

აღსანიშნავია, მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტი წონის გამო არაერთხელ გამხდარა კრიტიკის სამიზნე. „ბოდიშეიმინგის“ შესახებ თავად მომღერალსაც არაერთხელ უსაუბრია და აღუნიშნავს, რომ სულაც არ ადარდებს თავისი ფორმები. წონის კლებასთან დაკავშირებით მას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ლიზო პირველი მნიშვნელოვანი სამსახიობო როლისთვის ემზადება. ცნობილი გახდა, რომ ის ჰოლივუდის მომავალ პროექტში, როკ-ენ-როლის პიონერს – როზეტა თარპს განასახიერებს. ბიოგრაფიული ფილმის – ,,როზეტა” სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.

ახალ ბიოპიკში ლიზო როკ-ენ-როლის პიონერს განასახიერებს

„ნუთუ ეს ლიზოა?“ – 36 წლის არტისტმა ფოტოები გაავრცელა და ახალი ვიზუალით საზოგადოება შოკში ჩააგდო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები