ლოლა წერეთელი ჟურნალ „თბილისელებთან“ ცხოვრებისეულ გამოცდილებას საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდ მარცხად ოჯახური ცხოვრების საჯაროდ გამოტანას მიიჩნევს:
„მარცხი ის იყო, რომ ჩემი ოჯახის დანგრევა ტელევიზიით განხილვის საგანი გახდა, ეს ყველაზე სამარცხვინო მგონია. ეს ადამიანის პირადია და ასეთივედ უნდა დარჩეს, – მე ასე ვთვლი…
რა მოგისმენიათ საკუთარ თავზე განსაკუთრებულად კარგი, რაც სასიამოვნო აღმოჩნდა და ცუდი, რამაც გული გატკინათ…
მე რომ გავთხოვდი, ქმარზე ათი წლით უფროსი ვიყავი. როცა ბედნიერი ვიყავი, ახალგაზრდა ბიჭზე გავთხოვდი, მაშინ ბევრს არ ვუყვარდი. ყველა ასე არ ამბობდა, მაგრამ ასეთებიც იყვნენ. მერ, როცა რაღაცები შეიცვალა და უბედური ვიყავი, ყველას შევუყვარდი, ცხოვრება ასეთია…“
ინტერვიუს სრულ ვერსიას წაიკითხავთ ჟურნალ „თბილისელების“ 20 იანვრის ნომერში.