LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოლა წერეთელი: „ყოფილი მეუღლე მემუქრებოდა, თოფით მოგკლავო…“

601
lolawereteli2010115

ლოლა წერეთელმა შორენა ბეგაშვილის გადაცემაში ყოფილ ქმართან დაკავშირებულ ამბავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაშორების შემდეგ მას მიისვე ნაყიდი თოფით ემუქრებოდა.

ლოლა წერეთელი:

პირველად 30 წლის გავთხოვდი. არ იყო არც სიყვარული, არც ვნება, დადგა დრო, როცა მინდოდა შვილი. კარგი ბიჭი იყო, მომწონდა, მაგრამ რომ გითხრათ, ვგიჟდებოდი და სიყვარულით გავთხოვდი, არა. ნორმალურად ვცხოვრობდით. ვოცნებობდი შვილზე და სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა. მერე გაფუჭდა ურთიერთობა, რადგან ძალიან უყვარდა სმა, იყო აგრესიული და გადმოდიოდა ხელის დარტყმაზე. ბოლო სამი წელი მეზობლებივით ვცხოვრობდით და არა ცოლ-ქმარივით.

ქალმა და კაცმა უნდა მოაგვარონ თავიანთი პრობლემა. გავშორდით, წამოვედი მე თვითონ. არ მინდოდა, ვინმეს გაეგო და ამიტომ ვითმენდი. იმედი მქონდა, რომ გამოსწორდებოდა, მაგრამ ადამიანს, რომელიც სვამს და არ მიდის დათმობაზე, მას არაფერი აინტერესებს საკუთარი თავის გარდა.

დღესასწაულზე ვმუშაობდი, დილით მოვედი სახლში, გათხლეშილი მთვრალი დამხვდა. ისე გამოვიდა, მეკითხებოდა, შენ ეს ფული საიდან მოიტანეო. თვითონ ავადმყოფი ადამიანი იყო, არ მუშაობდა, გაშორება კი არ უნდოდა… შერიგებას ცდილობდა, მაგრამ მე არ მინდოდა. თოფით მოგკლავო, ასე მეუბნებოდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g