დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ – ლომისმთის მარშრუტზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება, დაახლოებით, 375 000 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრ სიმაღლეზე მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ეკოტურისტული კოტეჯი, საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილები.
ლომისმთის მარშრუტი, დაახლოებით, 15 კილომეტრს მოიცავს და ვიზიტორებს პანორამული ხედებითა და მრავალფეროვანი ბუნებით ხიბლავს.