LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომჯარია წილოსანს: არაერთხელ, შუაღამეს, ფიზიკურადაც გავსულვარ ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად

42
Untitled design (1)

პარლამენტში, სახალხო დამცველის მიერ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ნინო ლომჯარია დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

მიხეილ სააკაშვილის საქმე, დარღვევები წინასაარჩევნო პერიოდში და ცინიკური დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ – რა საკითხები მოხვდა ომბუდსმენის ანგარიშში

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის კითხვის საპასუხოდ – არის თუ არა ლომჯარია ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში ნამყოფი, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ის ქალების დასახმარებლად ბევრჯერ შუა ღამესაც გასულა:

„ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარშიც ვარ ნამყოფი და ძალადობის მსხვერპლი ქალიც გამიმხნევებია პირადად. თქვენ თუ ხართ ნამყოფი, მაგალითად, პოლიციის განყოფილებებში მაშინ, როდესაც არასრულწლოვან გოგოებს იტაცებდნენ და პოლიცია არაფერს აკეთებდა… ანუ, არ ხართ ნამყოფი, მე ვარ, შუაღამესაც, მათ შორის, არაერთხელ ფიზიკურადაც გავსულვარ იმ ქალების დასახმარებლად, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი ყოფილან და პირადად, ვყოფილვარ ამ საკითხებში ჩართული. მაგრამ კიდევ ერთხელ, ამისთვის არსებობს აპარატი, გამართული ინსტიტუციური მოწყობა, სისტემა და ძალიან დიდი მადლობა ყველა ჩემს კოლეგასა და თანამშრომელს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

წილოსანი ლომჯარიას: ხალხს თავი არა სახალხო დამცველად, არამედ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ

magti 5g