LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის აეროპორტში ახალ ტერმინალს აშენებენ

54

ლონდონის აეროპორტში ახალ ტერმინალს აშენებენ. ახალი ზონა სტანსტედის აეროპორტს დაემატება და მისი გახსნა 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

პროექტის მიხედვით, ტერმინალი განცალკევებულ შენობაში განთავსდება და ის საკმაოდ მოზრდილ დარბაზებს გააერთიანებს. დიდი სივრცე დაეთმობა საემიგრაციო ზონას, ასევე ბარგის მისაღებ ოთახსაც. ცალკე იქნება სავაჭრო სივრცე და საზოგადოებრივი ტრანსპორტისკან გასასვლელი დერეფანი.

აღსანიშნავია, რომ ახალი ტერმინალი აეროპორტის რენოვაციის მთავარ ნაწილს წარმოადგენს და გარდა ტერმინალისა აეროპორტს ახალი რეგისტრაციის ზონა, 350 კაცზე გათვლილი რესტორანი და დამატებითი პარკინგები დაემატება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები