LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონის ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავეს

49

ლონდონში, პარსონსის მეტროში ტერაქტში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონის პოლიციაზე, „სკოტლანდ იარდზე“ დაყრდნობით, BBC ავრცელებს.

18 წლის მამაკაცი დოვერში დააკავეს. მისი სახელი და გვარი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაცია ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 29 ადამიანი. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აფეთქების ხმა ლონდონის მეტროპოლიტენში, ადგილობრივი დროით 08:20 საათისთვის გაისმა. მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, პოლიეთილენის პარკში შეფუთული პლასტმასის სათლი აფეთქდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g