LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი ლონდონის ტერაქტს ტვიტერში ეხმაურება: ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების დამატებითი დონე

52

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ლონდონის ტერაქტის შემდეგ ორი ტვიტი გამოაქვეყნა. პირველში ლონდონი ნახსენები არ არის თუმცა, სწორედ ამ თემას ეხმიანება.

“ჩვენ უნდა ვიყოთ ჭკვიანები, ფხიზლად და მკაცრად. ჩვენ გვჭირდება, რომ სასამართლომ უფლებები დაგვიბრუნოს. ჩვენ გვჭირდება მგზავრობის აკრძალვა, როგორც უსაფრთხოების დამატებითი დონე”, – წერს ტრამპი.

აშშ-ს პრეზიდენტი მეორე ტვიტით მხარდაჭერას ჰპირდება ლონდონს და დაღუპულთა ოჯახებს თანაურძნობს.

“აშშ როგორც შეეძლება დაეხმარება ლონდონსა და მთლიანად დიდ პრიტანეთს. ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით. ღმერთი გფარავდეთ”

ლონდონში ტერაქტი გუშინ, ადგილობრივი დროით, 22:00 საათზე მოხდა. ტერორისტები “ლონდონ ბრიდჯზე” მიკროავტობუსით შევარდნენ და ხალხს გადაუარეს, შემდეგ კი 3 თავდამსხმელი, ირგვლივ მყოფების დანით დაშავებას ცდილობდა. დაღუპულია 6 ადამიანი. დაშავებულებს ამ დრომდე ითვლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები