LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ლონდონში მომხდარი შემზარავი ტერაქტის გამო

37

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმიანება. მარგველაშვილი ტერაქტს შემზარავს უწოდებს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

“შეძრწუნებული ვარ ლონდონში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ბრიტანელ ხალხსა და ხელისუფლებას”, – ნათქვამია მის განცხადებაში.

ლონდონში ტერაქტი გუშინ, ადგილობრივი დროით, 22:00 საათზე მოხდა. ტერორისტები “ლონდონ ბრიდჯზე” მიკროავტობუსით შევარდნენ და ხალხს გადაუარეს, შემდეგ კი 3 თავდამსხმელი, ირგვლივ მყოფების დანით დაშავებას ცდილობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები