LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ნარკოდილერებისთვის განკუთვნილი პარკინგი გაჩნდა

128

ლონდონში ნარკოდილერებისთვის განკუთვნილი პარკინგი გაჩნდა. პარკინგი „მხოლოდ ნარკოდილერებისთვის“ და საგზაო ნიშნები „დაუთმე დილერს გზა“ აღმოსავლეთ ლონდონში გამოჩნდა და იდეის ავტორები ადგილობრივები არიან. ლონდონელებმა ქუჩები მოხატეს, რათა ყველაზე მწვავე პრობლემისთვის ყურადღება მიექციათ. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში ლონდონში ნარკოტიკებთან დაკავშირებული სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. ქუჩებში ნარკომანებისა თუ დილერების რაოდენობა მომრავლდა. სადარბაზოები კი გამოყენებული ნემსებით გაივსო. ხელისუფლების განცხადებით, მათ პოლიციას დამატებით 3 მილიონი ევრო გადასცეს და ეს თანხა სწორედ ნარკომანიასთან ბრძოლას უნდა მოხმარდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები