LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში ქალი ქუჩაში ყავის დასხმის გამო 150 ფუნტით დააჯარიმეს

106
61b2a280-addd-11f0-9c53-d1367f93

ლონდონში მცხოვრებმა ქალმა მოულოდნელი ჯარიმა მიიღო მას შემდეგ, რაც ქუჩაში ყავის ნარჩენი გადაასხა. შემთხვევა ავტობუსის გაჩერებაზე, რიჩმონდში მოხდა – ამის შესახებ BBC News წერს.

ბურჩუ ესილიურტმა, როგორც თვითონ ამბობს, „სულ ცოტა“ ყავა გადაღვარა მრავალჯერადი გამოყენების ჭიქიდან სანიაღვრე ჭაში – მხოლოდ იმიტომ, რომ ავტობუსში არ დაქცეოდა.
ამის შემდეგ მასთან მყისიერად მივიდა სამი პოლიციელი და 150 ფუნტი სტერლინგის ჯარიმა გამოუწერა.

პოლიციელებმა ქალს აუხსნეს, რომ კანონით ის ვალდებული იყო ყავა ნაგვის ურნაში ჩაესხა და არა ქუჩის სანიაღვრე სისტემაში.

რიჩმონდის მუნიციპალიტეტის განცხადებაში მოგვიანებით აღნიშნეს, რომ „სამართალდამცველებმა თავაზიანად და ინსტრუქციის შესაბამისად იმოქმედეს“, თუმცა თავად ესილიურტი ამტკიცებდა, რომ პოლიციელები აგრესიულად იქცეოდნენ და მის დაშინებას ცდილობდნენ.

ქალი მიიჩნევს, რომ სასჯელი უსამართლო იყო:
„ეს ძალიან არაგონივრულად მეჩვენება – ჯარიმა გადაჭარბებულია,“ – განაცხადა ბრიტანელმა.

შემთხვევამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია როგორც მედიაში, ისე სოციალურ ქსელებში. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ ხელისუფლებამ ჯარიმა გააუქმა.

მუნიციპალიტეტმა განმარტა, რომ სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში ის, დიდი ალბათობით, ისედაც გაუქმდებოდა და დამატებით აღნიშნა, რომ მომავალში გადახედავს წესებს, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში სითხეების დაღვრას არეგულირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები