ლონდონში Range Rover-ის დაზღვევაზე უარს აცხადებენ და აი რატომ. აღმოჩნდა, რომ ბროკერები Range rover-თან ყველანაირ ურთიერთობას გაურბიან და უფრო მეტიც, პოლისის გაფორმება მწარმოებელი ფირმის მეშვეობითაც კი შეუძლებელია. მიზეზი მარტივია: გასულ წელს ბრიტანეთში 5 ათასზე მეტი Range Rover გაიტაცეს, რაც ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ სადაზღვევო კომპანიები რისკების შემცირებას ცდილობენ და პოლისების გაყიდვაზე უარს აცხადებენ.
AutoCar-ის გამოთვლით, დაზღვევის ღირებულება 2-4-ჯერ მაინც გაიზარდა, ზოგჯერ კი პოლისი ყველგანმავლის ფასიც კი ღირს. პრობლემები შეექმნა ახალ Range Rover-საც, რამეთუ ნოემბრის თვიდან Land Rover-მა მწარმოებლის დაზღვევა სრულად გააუქმა.
გამტაცებლები კი ამ მოდელს დიდი პოპულარობის გამო ირჩევენ. სპეციალისტთა აზრით, გატაცებულ კროსოვერებს ძალიან კარგ ფასში ყიდიან და კანონი ამ საკითხს ვერ არეგულირებს.