LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში საუკეთესო ლონდონელები დაასახელეს

86

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში London Football Awards-2016 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მთავარი პრიზი მიიღო „ვესტ ჰემის“ ჰავბეკმა დიმიტრი პაიემ, რომელმაც ლონდონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლაში მესუთ იოზილს, ვილიანს, ჰარი კეინს და ოდიონ იგალოს გაუსწრო.

ლონდონურ კლუბებს შორის საუკეთესო გოლკიპერად, როგორც მოსალოდნელი იყო, „არსენალელი“ პეტრ ჩეხი დაასახელეს.

დანარჩენი ჯილდოები ასე განაწილდა:

ლონდონის საუკეთესო მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი)

ლონდონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (23 წლამდე): დელე ალი (ტოტენჰემი)

საფეხბურთო ლიგის (ჩემპიონშიპი, პირველი ლიგა, მეორე ლიგა) საუკეთესო ფეხბურთელი: მუსა დემბელე (ფულჰემი)

ლონდონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ენი ალუკო (ჩელსი)

ჯილდო ლონდონური ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის: ჯონ ტერი (ჩელსი)

წლის პროექტი: ბობი მურის საოჯახო ფონდი (ვესტ ჰემი)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g