კომპანია Lotus ველოსიპედებს ავტომობილის ფასად გაყიდის. ელექტრონული ველოსიპედის Type 136-ის სერიული ხაზი ლიმიტირებული იქნება და თითოეული ეგზემპლარი 25 ათას ევროდ გაიყიდება. ტრანსპორტი ლეგენდარული Type 108-ს სტილში შეიქმნა.
Lotus Type 136 მთლიანობაში 2 ვერსიად გამოვა: ლიმიტირებული First Edition 25 ათას ევროდ და უფრო მარტივი ვარიანტი – 18-20 ათასად. მათთვის ჩარჩოებს იტალიაში, ხელით დაამზადებენ.
ეკოლოგიური ტრანსპორტი მიიღებს ელემენტს რომელიც 193 კილოვატ-საათიანი სიმძლავრის იქნება და სრულად დამუხტვის შემთხვევაში 3 საათი გაძლებს.
აღსანიშნავია, რომ Lotus ველოსიპედებს უკვე 30 წელია რაც აგებს. პირველი LotusSPort Pursuit Bike იყო, რომელიც 1992 წელს გამოჩნდა. ამ ველოსიპედით ცნობილმა ველომრბოლელმა კრის ბორდმანმა გინესის რეკორდი დაამყარა.