ჩეხეთმა თავისი ლუდის კულტურა ნაციონალური არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ამჟამად ქვეყანა ამ ტრადიციის იუნესკოს სიაში შესატანად განაცხადს ამზადებს, წერს Czech Radio წერს.
ქვეყანაში 550 ლუდსახარში ქარხანა მუშაობს და ამ სფეროში დაახლოებით 65 ათასი ადამიანია დაკავებული.
ამასთან, ადგილობრივები სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს ალკოჰოლზე. false ჩეხური ასოციაციის ინფორმაციით, ამჟამად საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეზე წელიწადში 128 ლიტრი ლუდი მოდის: ეს კი 1963 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (ნაკლებ ლუდს მხოლოდ პანდემიის დროს მიირთმევდნენ). შედარებისთვის ჯერ კიდევ 2009 წელს ერთ ადამიანზე წელიწადში 153 ლიტრი ლუდი მოდიოდა.
საინტერესოა, რომ ჩეხები ცდილობენ ლუდის ხარშვა უფრო ეკოლოგიური გახადონ. მაგალითად, Velkopopovicky Kozel-ის და Gambrinus-ის ბრენდის ლუდები პლასტმასის ბოთლებში აღარ გაიყიდება.