LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლუჟნიკების” კონცერტი ძველი კადრებით გააშუქეს, 2022 წლის კადრებში ის მხარდამჭერები ჩანან, რომლებიც 2021 წლის კონცერტში იყვნენ

3323
BeFunky-collage (14)

კიდევ ერთი უცნაური გარემოება “ლუჟნიკების” კონცერტიდან. უკრაინელმა ფაქტჩეკერებმა შეამჩნიეს, რომ კონცერტის “ლაივსტრიმიდან” გამეორდა 2021 წელს ამავე სტადიონზე ჩატარებული სხვა კონცერტის კადრი.

აღმოაჩინეს, რომ მხარდამჭერები, რომლებიც კადრში ჩანს, ღონისძიებას წინა წელსაც ესწრებოდნენ აბსოლუტურად იდენტური ვიზუალით. უფრო ზუსტად, 2022 წლის კონცერტის გაშუქებისას, ის კადრებია გამოყენებული, რომელიც 2021 წლის კონცერტს ასახავს.

ამის დასტურად სოციალურ ქსელში ორი ვიდეოს სქრინშოთი ვრცელდება, ერთი გუშინდელია, ხოლო მეორე მასკვა 24-ზე 2021 წელსაა გამოქვეყნებული.

კონცერტი მოსკოვში ნამდვილად ჩატარდა, თუმცა ტრანსლაციისას უცნაური მოვლენები სხვა ეპიზოდებშიც იგრძნობოდა, რაც კრემლში “ტექნიკური პრობლემებით” ახსნეს.

უკრაინული მედია: კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას ჰაკერებმა პუტინი გათიშეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g