LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუის ენრიკე: პენალტებს რა თქმა უნდა, კვლავ მესი შეასრულებს

46

ესპანეთის მეოთხე ტურში ”ბარსამ” შინ “ლევანტე” 4:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ლეო მესიმ დუბლი შეასრულა და ერთი თერთმეტმეტრიანი გააცუდა. ბოლო დროს არგენტინელი ვარსკვლავი ხშირად აფუჭებს პენალტებს. ”ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

“ვინ შეასრულებს პენალტებს ბარსელონაში? რა თქმა უნდა, კვლავ მესი. შეცდომა ყველას მოსდის, მაგამ ყველამ ვიცით, რომ ის საუკეთესოა.

გუნდს რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს და კარგი იქნება, თუ ისინი მალე დაგვიბრუნდებიან” , – აცხადებს ენრიკე.

დღეს  ”ბარსელონა”  პრიმერა დივიზიონის მე-5 ტურში ”სელტას” ესტუმრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები