ძმების, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეების სტატუსს 12 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში გამართულ კონცერტზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და ბიჭებს მადლობა გადაუხადა.
ტელეწამყვანმა პოსტში განაცხადა, რომ მადლობელი იქნებიან ყველასი, ვინც ამ გზით ივლის.
ჟორჟოლიანის პასუხს „ჭოხოები“ გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ისინი ნანუკას გზით არასდროს ივლიან.
„ჭოხოებს“ სოციალურ ქსელში ისევ გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანი და შემდეგი სახის პოსტი გაავრცელა:
„ლუკა, ჩემთვის მთავარია პატიმრების გვერდით ხართ და ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.
არსად წერია რომ ჩემი გზა აირჩიეთ.
ახლა ყველა პატიოსანი და სწორი ადამიანის გზა, პატიმრების არჩევაზე გადის.
მიხარია რომ სამთავრობო თვითმართველობას გაემიჯნეთ და პატიმარი მათე დევიძე აირჩიეთ.
სწორი გზა ესაა და ამ გზაზე სიარული გააგრძელეთ. მთავარია ამ გზიდან არ გადაუხვიოთ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, შემთხვევა 12 ივნისს, თსუ-ის მეორე კორპუსის ეზოში მიმდინარე კონცერტის დროს მოხდა.
ამავე დროს მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომელიც მოქალაქეებმა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის მხარდასაჭერად გამართეს.
სცენაზე მყოფ მომღერლებს მოქალაქეებმა მიმართეს ფრაზებით: „ჩემი მეგობარი დაიჭირეს, ოთხ წელიწად-ნახევრით ჩასვეს. გთხოვთ, ერთი სიტყვა თქვით“.