LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლუკა სახლიდან როცა გაიქცა, დედამ ჩოლოიანს დაურეკა – მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და მოგაძებნინოსო”

3989
BeFunky-collage (1)

“ლუკა სახლიდან როცა გაიქცა, დედამ ჩოლოიანს დაურეკა, მან უპასუხა, შენი მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და მოგაძებნინოსო,”– 15 წლის ძმის დაკრძალვის შემდეგ, ბექა სირაძე მომხდარ ტრაგედიაზე “მთავარ არხთან” საუბრობს. ლუკა სირაძის ძმა ყველა იმ ადამიანის დასჯას ითხოვს, ვინც მისი ძმის დაკითხვის პროცესში იყო ჩართული. ამბობს, რომ დიღომში, ცხრა სართულიანი კორპუსის სახურავზე, სადაც მისმა ძმამ სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა,  სამხილის პოვნის მიზნით თავად ავიდა, თუმცა ერთადერთი ვერსიის გარდა, სხვას ვერაფერს მიაგნო. ბექა სირაძე დარწმუნებულია, რომ ლუკამ თავი პოლიციელების ზეწოლის გამო მოიკლა.

გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას შეექმნებოდა პრობლემები – სახელმწიფო ინსპექტორი

“ავედი, რომ უბრალოდ შემეხედა ზემოთ, ჩემს თავზე განმეცადა, რა დაინახა როცა იქ ავიდა, რა იგრძნო…ალბათ, უნდოდა გაეაზრებინა მუქარა , ეს ყველაფერი წარმოიდგინა. ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტი, რის გამოც სახურავზე ავიდა, ვიყავი მე, რადგან ძალიან დიდი ნდობა გვქონდა ერთამენთში, ფიქრობდა, რომ მის გამო, შეიძლება პრობლემები შემქმნოდა“, – ამბობს გარდაცვლილის ძმა.

აქციები უნდა გაჩერდეს, პროვოცირებაა სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის – გომელაური

როგორც ბექა სირაძე ამბობს, მისი ძმის სახლიდან გაქცევის და პოლიციისთვის მიმართვის შემდეგ, მარიანა ჩოლოიანმა დედამის ტელეფონი გაუთიშა.

“უცებ წამოხტა და უთხრა, მე სახლში დღეს არ დავრუნდებიო…დედამ პირველ რიგში, ჩოლოიანს დაურეკა და დახმარება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო, უთხრა რომ შენი მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და იმან მოგაძებნინოსო…,”- აცხადებს ბექა სირაძე

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, 2019 წლის 10 დეკემბერს, ჩოლოიანმა, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით, დედასთან ერთად დაიბარა ლუკა სირაძე.

"მას სთხოვდნენ, იძულების წესით მიეცა ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ" - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის თქმით, ადგილი ჰქონდა ჩვენების მიცემის იძულებას.

როგორც საგამოძიებო უწყება აცხადებს, გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და ლუკა სირაძეს მოსთხოვა დანაშაულის აღიარება. უარის შემდეგ, პროკურატურის ცნობით, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g