LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკო: საწყალი პუტინი, ჯერ მოლაპარაკებებს სთავაზობენ, მერე უკან იხევენ, სიმართლე გითხრათ, მეცოდება

672
პუტინი და ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების მინსკში გამართვასთან დაკავშირებით უკრაინის უარი შეაფასა და აღნიშნა, რომ ზელენსკი თავის გადაწყვეტილებებში გარე ძალებზეა დამოკიდებული.

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეცოდება.

„საწყალი პუტინი. ჯერ მოლაპარაკებებს სთავაზობენ, მერე უკან იხევენ. სიმართლე გითხრათ, მეცოდება,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ უკრაინაში ადგილი აქვს კონფლიქტს და არა ომს.

“ამას არც ახლა დავარქმევდი ომს, ეს არის კონფლიქტი და ერთ-ორ დღეში იქნება ომი, სამ დღეში – „ხორცსაკეპი“, – განაცხადა ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“იცით, კიევს დილის 4 საათზე დაესხნენ თავს, ისევე, როგორც 1941 წელს, ვიღაცას იუმორის ასეთი გრძნობა აქვს, თქვენ გეძინათ, ბელარუსო ძმებო და ჩვენ გავიღვიძეთ, მაგრამ ახლა თქვენ გძინავთ” – ზელენსკიმ ბელარუს ხალხს ემოციურად მიმართა

ვოლოდიმირ ზელენსკი: ბელარუსის ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ განხორციელებულიყო, შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g