LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუხუმ ჩხვიმიანი წლის საუკეთესო ძიუდოისტად, ტატო გრიგალაშვილი კი ამომავალ ვარსკვლავად დასახელდა

219
BeFunky-collage (1)

ქართველი ძიუდოისტები ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის 2019-2020 წლების გამარჯვებულები ორ ნომინაციაში გახდნენ. გამარჯვებულები სულ 5 ნომინაციაში გამოვლინდებიან. აქედან 2 ნომინაციაში სწორედ ქართველები იყვნენ წარდგენილნი.

წლის საუკეთესო ძიუდოისტად ლუხუმ ჩხვიმიანი დასახელდა, რომელიც 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა კი ნომინაციაში „ამომავალი ვარსკვლავი“ გაიმარჯვა.

ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g