ლუქსემბურგში შუა საუკუნეების ფესტივალი დაიწყო. ულამაზეს ღონისძიებას წელს ვიანდენის ციხესიმაგრე მასპინძლობს და მრავაფეროვანი აქტივობები 6 აგვისტომდე გასტანს. რაინდები, მუშკეტერები, მოცეკვავეები, გველების მომთვინიერებლები, ჰერცოგები თუ მეფეები – ეს მხოლოდ ნაწილია იმ მრავალფეროვანი შოუსი, რომელიც ფესტივალზე მისულ სტუმრებს დახვდებათ.
სააგენტო „Wort”-ის ცნობით, ორგანიზატორები 30 ათასზე მეტ ვიზიტორს ელოდებიან, შუა საუკუნეების სამყარო კი ლუქსემბურგში წელს მე-16-ედ გაცოცხლდება.