LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჩუ-პიქჩუ ერთადერთი ტურისტის გამო გაიხსნა – იძულებითი შვებულება პერუში

192
perutravel

იაპონელმა ჯესი კატაიამამ მთელი შვიდი თვე გაატარა პერუში, რათა პანდემიის პერიოდში დახურული მაჩუ-პიქჩუ ენახა. საბოლოოდ მოგზაურმა მაინც აისრულა ოცნება, რადგან ადგილობრივმა მთავარობამ მხოლოდ მას მისცა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის ნახვის უფლება.

კატაიამა მარტის დასაწყისში ესტუმრა აგუას-კალიენტესს და ბილეთიც შეიძინა ინკების დაკარგული ქალაქის მოსანახულებლად, თუმცა სწორედ მაშინ შეზღუდა ხელისუფლებამ ქვეყნის მთავარი ღირსშსანიშნაობის დათვალიერების უფლება. ჩაკეტილი საზღვრების გამო კატაიამამ ვერც სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებში შეძლო მოგზაურობა, ამიტომ ოთახი იქირავა და აგუას-კალიენტესში დასახლდა, სადაც ახალი მეგობრები შეიძინა და უსასყიდლოდ ითავა კრივის მწრთვნელობა ადგილობრივი ბავშვებისთვის. ავანტიურისტმა მოგზაურმა მხოლოდ ფინანსების სრულად ამოწურვის შემდეგ მოუთხრო საკუთარი ისტორია ტურისტულ ფირმას, რომელიც აღფრთოვანებული დარჩა იაპონელის ენთუზიაზმით და მხოლოდ მისთვის დაუშვა გამონაკლისი. კატაიამამ ორი ფოტოგრაფის და პარკის ხელმძღვანელის თანხლებით გაისეირნა უძველეს ქალაქში და კმაყოფილი დაბრუნდა სამშობლოში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g