LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლიერების გრძნობას პოზიტიური ზემოქმედება აქვს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“ – ფსიქოლოგი ნინო ელბაქიძე

484
nino-elbaqidze-newsss

„აზროვნების აკადემია“ ფსიქოლოგ ნინო ელბაქიძის ლექციიდან ამონარიდს გვთავაზობს. ფსიქოლოგი მადლიერების მნიშვნელობაზე და მისგან მომდინარე დადებით მხარეებზე საუბრობს:

„კვლევები ადასტურებენ, რომ მადლიერების გრძნობას პოზიტიური ზემოქმედება აქვს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუ ადამიანს აქვს მადლიერების გრძნობა, ის ამით აძლიერებს სირთულეებთან გამკლავების შინაგან რესურსს.

ბავშვის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მშობელმა თავად აჩვენოს ბავშვს სამყაროს, ადამიანების და საკუთარი თავის მიმართ მადლიერების მაგალითი, რადგან ბავშვები ხშირად იმას აკეთებენ, რის მაგალითსაც ხედავენ და არა იმას, რასაც მათ ეუბნებიან.

შევეცადოთ ხშირად აღვნიშნოთ მადლიერების მიზეზები, ყოველ არასასიამოვნო ემოციისა თუ განცდის გამომწვევ მოვლენაშიც კი დავინახოთ მინიმუმ ერთი „სამაგიეროდ“, რის გამოც შეიძლება ვიყოთ მადლიერები. დავინახოთ სხვებშიც მადლიერების მიზეზები და აღვნიშნოთ ის ამ ადამიანის ემოციების მიღების და თანაგანცდის პარალელურად. „სამყარო“ თუ ხედავს მის მიმართ მცირეოდენ მადლიერებას, ისიც ჩვენ მიერ გამოწვეული მადლიერებით მხარს გვიჭერს და გვაძლიერებს. ასე ვებმებით სამყაროს პოზიტიურ ჯაჭვში.

ბოლოს, აუცილებელია მადლობა ვუთხრათ საკუთარ თავს, აზროვნებისთვის, ღირებულებებისთვის, თავისუფლებისთვის, ყველაფრისთვის, რაც ხელს გვიწყობს საკუთარი თავის პოზიტიურად აღქმაში. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ასეთი დამოკიდებულებით (გაჟღერებული დამოკიდებულებით) ჩვენი თავისადმი და ასევე სხვებისადმი ემპათიით, გარედან მიწოდებული რესურსული თვალთახედვით – გზამკვლევი გავხდეთ მოზარდებისთვისაც პოზიტიური აზროვნებისა და მადლიერების გრძნობის გაღვივებაში.“

 

ფოტო ,,აზროვნების აკადემია”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g