LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა, დე“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედის ემოციური მიმართვა

173
ხვიჩა კვარაცხელია

31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გამარჯვებით, ფრანგულმა კლუბმა „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთარ გულშემატკივარს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

ეს დღე ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა ქართველი გულშემატკივრისთვის ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით, რომელმაც პსჟ-ინტერის დაპირისპირების დროს არაერთი შთამბეჭდავი მომენტი შექმნა, საბოლოოდ კი თამაში ულამაზესი გოლით დააგვირგვინა.

„ჩემპიონობისთვის ხარ დაბადებული, ჩემო სიყვარულო“ – ნიცა თავაძე ხვიჩა კვარაცხელიას ემოციურ პოსტს უძღვნის

პსჟ-ს ფეხბურთელებმა გამარჯვება სტადიონზე გულშემატკივართან და ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნეს. სტადიონზე იმყოფებოდნენ ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახის წევრებიც. სწორედ ამ წუთებში გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას დედა, მაკა ლუკავა და შვილს მადლობას უხდის:

„მადლობა დე“, – წერს ის.

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავს, რა კადრებს გვიზიარებს ფეხბურთელის დედა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g