LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ ამ რთული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში” – ამირან გამყრელიძე ექთნებს მიმართავს

401
ამირანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა დღეს ვიდეომიმართვაში ექთნებს და უმცროს სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა. ვიდეო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღესა და ამ დღისადმი მიძღვნილ ვირტუალურ გამოფენასთან დაკავშირებით გავრცელდა, სადაც ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს, მსოფლიო ჯანდაცვაში მოსახლეობის ჯანმრთელობას დაახლოებით 60 მილიონ ადამიანამდე ემსახურება, მათ შორის განსაკუთრებულია ​ექთნების, ბებიაქალებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის ღვაწლი.

„, წელს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან ქვეყნის უმეტესი ნაწილი ვშრომობთ ვირტუალურად, დისტანციურად და „კოვიდთან“ ბრძოლაში მთავარი იარაღი სოციალური დისტანცირებაა, ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია შევცვალეთ და ვირტუალური გამოფენა იქნება – „სამედიცინო პერსონალი „კოვიდ 19“-ის ეპიდემიის წინა ხაზზე“. გვინდა, სხვადასხვა სურათითა და კოლაჟებით მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს დგანან ამ ძალიან რთულ ბრძოლაში ახალი კორონავირუსის ინფექციასთან და ეს არის სწორედ ჩვენი სამედიცინო პერსონალი.

განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ ექთნებისა და უმცროსი სამედიცინო პერსონალის დამსახურებას. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ამ რთული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ბრძოლაში სამედიცინო პერსონალთან ერთად ჩართულნი არიან საზღვრიდან, მებაჟიდან, ეპიდემიოლოგიდან დაწყებული, ყველა ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამედიცინო პერსონალს და კიდევ უფრო განსაკუთრებული ექთნებსა და უმცროს სამედიცინო პერსონალს”, – აცხადებს გამყრელიძე. 

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება.

magti 5g