უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ აღნიშნული გადაწყვეტილება კირილ ტიმოშენკო მის მიერ წარდგენილი განცხადების თანახმად მიიღო. უკვე გამოქვეყნდა პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებაც, რომელშიც წერია: „წარდგენილი განცხადების შესაბამისად, კირილო ტიმოშენკო გათავისუფლდეს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან.
თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაციას კირილ ტიმოშენკო საკუთარ ტელეგრამ-არხზეც ავრცელებს და განცხადების ფოტოს აქვეყნებს:
„მადლობას ვუხდი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის და კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის. მადლობას ვუხდი საოლქო სამხედრო ადმინისტრაციების თითოეულ ხელმძღვანელს. ჩვენ შევძელით ქვეყანაში საერთო გუნდის შექმნა. თქვენ ნამდვილად ძლიერები ხართ. თქვენ სინათლის ნამდვილი მეომრები ხართ“, – წერს ტიმოშენკო.
„გაზაფხულიდან აქტიურად დავიწყებთ ციხეში ჩასმას“ – არახამია კორუმპირებულ ჩინოსნებზე