LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა ქარ­თველ ხალ­ხს… თქვენ ყვე­ლა­ზე უკეთ იცით, რა არის რუ­სუ­ლი აგ­რე­სია – პა­ტივს ვცემთ 36 მა­მა­ცი ქარ­თვე­ლის ხსოვ­ნას: ვიტალი კლიჩკო

147
329655905_131637769575586_6681163497632604140_n

უკრაინის სოლიდარობის აქციაზე, პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ. ვიტალი კლიჩკომ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს ბრძოლისა და მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ქართველებმა ყველაზე უკეთ იციან, რა არის რუ­სუ­ლი აგ­რე­სია, რომელსაც უბე­დუ­რე­ბა, სიკ­ვდი­ლი და ნგრე­ვა მო­აქვს“.

„ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ – თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

„მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ქარ­თველ ხალ­ხს უკ­რა­ი­ნელ­თა ბრძო­ლის მხარ­და­ჭე­რის­თვის! თქვე­ნი სო­ლი­და­რო­ბის­თვის და თქვე­ნი პო­ზი­ცი­ის­თვის. თქვენ ყვე­ლა­ზე უკეთ იცით, რა არის რუ­სუ­ლი აგ­რე­სია. რა უბე­დუ­რე­ბა, სიკ­ვდი­ლი და ნგრე­ვა მო­აქვს. რო­გორ ცდი­ლობს რუ­სე­თი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ოკუ­პა­ცი­ას. ქარ­თვე­ლე­ბი არამ­ხო­ლოდ მო­რა­ლუ­რად უჭე­რენ მხარს უკ­რა­ი­ნე­ლებს და ჩვენ ამას ვა­ფა­სებთ, თქვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი ჩვენს გვერ­დით იბ­რძვი­ან უკ­რა­ი­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის.

პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც უკრაინისთვის დაიღუპნენ. რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი-ნაწილი რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოც, რომლის ხალხიც დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვიან, წარმატებით გაივლიან ამ გზას. ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანი ცივილიზებული არჩევანი! დღეს, ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს, დიდება გმირებს“,- აღ­ნიშ­ნავს კლი­ჩკო.

იმპერიის ჩამოშლის შანსი, კვლავ გაუტეხელი უკრაინელები და შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი – რუსეთის აგრესიის 1 წელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები