„იქს ფაქტორის“ გამარჯვებული, მომღერალი ავთო აბესლამიძე, რომელიც წელს საქართველოს ყაზახურ მუსიკალურ კონკურსზე წარადგენს, მსმენელის წინაშე 20 სექტემბერს, პირველ ტურში უკვე წარდგა.
კონკურსის პირველ ტურში ავთანდილ აბესლამიძემ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
მომღერალი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საკუთარ გულშემატკივარს მხარდაჭერისა და მოტივაციისთვის მადლობას უხდის.
„როცა გულით აკეთებ იმას, რაც გიყვარს, ხალხიც ამას გრძნობს.
სიმღერა ჩემთვის ყოველთვის იყო და არის ჩემთვის სული, ჰაერი და გულში ჩარჩენილი ამბების გადმოცემა… და ახლა ეს ამბები თქვენთან ერთად ცოცხლდება. სიტყვებიც კი არ მყოფნის იმის ასახსნელად, რასაც ვგრძნობ ბოლო ორი დღის განმავლობაში…
48 საათში 1 მილიონზე მეტი ნახვა სხვადასხვა სოც. ქსელში… ათასობით გადაზიარება, ათასობის თბილი კომენტარი, ასეთი სიყვარული, გულს მიხარებს. ვკითხულობ თითოეულ კომენტარს, ვხედავ თითოეულ გაზიარებას და ვგრძნობ თქვენს ამ დიდ სიყვარულს.
თქვენი მხარდაჭერა, სიძლიერის ნაპერწკალია, რომელიც მაძლევს უდიდეს მოტივაციას, რომ გავაგრძელო შემოქმედება და კიდევ უფრო მეტი შევქმნა თქვენთვის.
მადლობა, რომ ჩემს გზაზე ჩემთან ერთად ხართ. რომ მისმენთ, რომ მაძლევთ ძალას და მარწმუნებთ: ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის! უფალმა დაგლოცოთ“, – წერს ავთანდილ აბესლამიძე სოციალურ ქსელში.
როცა გულით აკეთებ იმას, რაც გიყვარს, ხალხიც ამას გრძნობს. 🎶 ❤️ სიმღერა ჩემთვის ყოველთვის იყო და არის ჩემთვის სული,…
Posted by Avtandil Abeslamidze on ორშაბათი, 22 სექტემბერი, 2025
ცნობისათვის, პროექტი ყაზახეთში იმართება და მასში 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო მონაწილეობს.
