LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა საქართველოს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის: კასიანოვი

67
kasianovi-e1649411053187 (2)

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვი საქართველოს მადლობას უხდის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის.

„მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს, რომელმაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა, არამედ გახდა ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თანაავტორი“, – განაცხადა კასიანოვმა.

შეგახსენებთ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 7 აპრილს ადამიანის უფლებების საბჭოში, უკრაინაში რუსეთის სამხედროების მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ შემზარავი ცნობების გამო რუსეთს მონაწილეობა შეუჩერა. ხმები განაწილდა შეფარდებით 93-24-ზე, 58-მა ქვეყანამ თავი შეიკავა. მხარდამჭერ 93 ქვეყანას შორის საქართველოც არის.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g