LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა თქვენი დაუფასებელი შრომისთვის, მით უმეტეს ახლა, როდესაც ამ ყველაფერს, რთული ფსიქოლოგიური გარემოც ემატება: ანი ქავთარაძე ექიმებს მიმართავს

901
BeFunky-collage

ექიმი ანი ქავთარაძე კოვიდ კლინიკებში მომუშავე ექიმებს სოლიდარობას უცხადებს. ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი კოვიდ კლინიკის ექიმის დაბალ ანაზღაურებას გამოეხმაურა და პოსტი გამოაქვეყნა.

„სტუდენტობის ბოლო 3 წლის განმავლობაში ვიყავი ჯერ ექთნის დამხმარე, შემდეგ ექთანი. იმ პერიოდში სანიტრის არაერთ ფუნქციასაც ჩვენ ვითავსებდით.

ამიტომ, ზუსტად ვიცი, რა მძიმე ჯაფა ადგათ დღეს ექიმებთან ერთად ექთნებს, სანიტრებს, მით უმეტეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტებში, სადაც მათ, განსხვავებით სტანდარტისგან (სადაც 1 მაქსიმუმ 2 პაციენტი უნდა ჰყავდეთ), არაერთი უმძიმესი პაციენტი აბარიათ.

ფიზიკურად არის ურთულესი და რიგ შემთხვევებში შეუძლებელიც, შეასრულო არამხოლოდ დანიშნულება, საათობრივად, არამედ მოასწრო სხვა მრავალი – გაგზავნო მასალები კვლევებზე (ან გადაიყვანო კვლევაზე), ჩაატარო უამრავი პროცედურა, დაწყებული თეთრეულის გამოცვლით, დასრულებული 2 საათში ერთხელ ბრუნვით და ა. შ. ამასთან ერთად მოახდინო სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი და დროულად განსაზღვრო ექიმის ჩარევის აუცილებლობა.

უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო ამ შრომაზე, მოკლედ კი – ჩემი სოლიდარობა ყველა ექიმს, ექთანს, დამხმარეს, სანიტარს, ინჟინერს… მადლობა, თქვენი, დაუფასებელი შრომისთვის, მით უმეტეს ახლა, როდესაც ამ ყველაფერს, რთული ფსიქოლოგიური გარემოც ემატება!“

ცნობისთვის, სოციალური ქსელის მომხმარებელმა დაწერა, რომ მის დას კოვიდკლინიკაში მუშაობის დროს ხელფასი 219.52 ლარი ჰქონდა. როგორც ლანა ოსიშვილმა აღნიშნა, მედპერსონალს 24 საათის განმავლობაში შესვენებისთვის 10 წუთიც კი არ ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g