ბლოგერი გივიკო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც დილის ემოციებსა და მადლიერების განცდაზე წერს:
ვიღვიძებ თუ არა უნებურად გავიფიქრებ ხოლმე,
მადლობა უფალო რომ ჩემთვისაც გათენდა, რომ არაჩვეულებრი ოჯახი მაქვს, რომ დილით სადღაც მიმეჩქარება და ვიღაცეებისთვის საჭირო ადამიანი ვარ.
მადლობა რომ ვხედავ, მესმის და ვგრძნობ.
ამ ცხოვრებაში ერთი ჯადოსნური სიტყვა არსებობს ჩემთვის “ მადლობა “
ასე რომ მოდით თავიდან დავიწყებ ამ პოსტს წერას …………
გამარჯობათ ჩემო ერთგულო და შემთხვევით შემოსულო მკითხველებო, მსმენელებო.
მადლობა რომ აქ ხართ და არ იშურებთ ლამაზ სიტყვებს, კომენტარებს.
ვიცი რომ ბევრი ისეთი ხართ ვისაც არასოდეს გაგიკეთებიათ ეს ყველაფერი, მაგრამ რადგან აქ შემოდიხართ – ხოლმე ისევ და ისევ, ესე იგი რაღაც მოგწონთ, რაღაც თქვენეულს პოულობთ.
მადლობა რომ უბრალოდ შეგიძლიათ ჩემი სიხარულის, გაზიარება.
მადლობა ყველას,
ვინც იზიარებთ და აზიარებთ ჩემს ინტერესებს, გრძნობებს, ემოციებს.
მადლობა ნათის , დაჩის, ჩემი ოჯახის სიყვარულისთვის. მე თქვენ გაუცნობლადაც კი მეძვირფასებით.
პ.ს ყველას ლამაზ დღეებს გისურვებთ.
მზიან ამინდებს გარეთ და გულში.
ბევრ დადებით ემოციასა და გრძნობებს .
შთაბეჭდილებებით სავსე ცხოვრებას და სიყვარულით სავსე ადამიანურ ურთიერთობებს .
სიყვარულით გაჯენჯილი გივიკო“, – წერს გივიკო დიდია.