LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა უფალს, რომ პოეტის მეუღლეობის უმძიმესი ტვირთისთვის შენ გაგიმეტა! მადლობა, რომ წაქცევისთვის არ გამიმეტე, არ გამწირე, პოეზიისთვის არ მაღალატებინე, მადლობა გაუტეხლობისთვის, თანადგომისთვის, უცნაური სიყვარულისთვის“ – ტარიელ ხარხელაური მეუღლეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს

212
ტარიელ ხარხელაური

პოეტი ტარიელ ხარხელაური მეუღლეს, მარინა ხარხელაურს, რომელიც დღეს იუბილარია, დაბადების დღეს საჯაროდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური ტექსტით ულოცავს.

ვიდეო: “ჩემმა მეუღლემ ყველაფერი გაიღო ჯანმრთელობის ჩათვლით, რომ დავრჩენილიყავი ისე, როგორც შემოვედი ქართულ მწერლობაში” – ტარიელ ხარხელაური

ჩემო მარიკა! ნოემბერია…

ამ თვისადმი გამორჩეული გრძნობა მაქვს, განსხვავებული ხალისი…

15 ნოემბერი შენი დაბადების დღეა!

მადლობა უფალს, რომ პოეტის მეუღლეობის უმძიმესი ტვირთისთვის შენ გაგიმეტა, რათა პოეზიისთვის იოლად გასავლელი გზები არ მეძებნა, არ დავბნეულიყავი, დროის საწურთვნად არ ვქცეულიყავი…

მადლობა გამბედაობისათვის, გაუტეხლობისათვის, თანადგომისათვის, უცნაური სიყვარულისათვის…

მადლობა, რომ წაქცევისთვის არ გამიმეტე, არ გამწირე, პოეტის უწმინდესი სახელისთვის თვალი გამასწორებინე, პოეზიისთვის არ მაღალატებინე.

მადლობა, რომ ჩემი ხალხის დაუყვედრებელი სიყვარულით მატარებ ამ აბდაუბდა წუთისოფელში“, – წერს ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში.

ტარიელ ხარხელაური: „მე ჯერ კაცობას ვსწავლობდი, სანამ სიყვარულს ვისწავლიდი“

„მეუღლეს ჩემი თანდასწრებით შვილი არ უტირია.. როცა ჩემ შვილს შევხვდები, ჯერ მას უნდა ჩავაბარო აღსარება“ – ტარიელ ხარხელაური

ჩემო მარიკა! ნოემბერია… ამ თვისადმი გამორჩეული გრძნობა მაქვს, განსხვავებული ხალისი… 15 ნოემბერი შენი დაბადების…

Posted by Tariel Kharkhelauri (ტარიელ ხარხელაური) on პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g