გინეკოლოგი მადონა ჯუღელი ფიზიკური დატვირთვის მნიშვნელობაზე საუბრისას ძილის რეჟიმზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მხოლოდ საათების რაოდენობა ჯანსაღი ძილისთვის საკმარისი არ არის.
მისი თქმით, პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ 7 საათი სძინავთ, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელ საათზე იძინებს ადამიანი.
„თუ ჩვენ ვიძინებთ ღამის 3-ზე ან 4-ზე და გვძინავს 7 საათი, ეს არ არის ჯანსაღი ძილი. ბიოლოგიური რიტმი ყველა ადამიანისთვის ასეთია – დავიძინე დღეს და გავიღვიძე ხვალ. ყველაზე მთავარია, დავიძინოთ არაუგვიანეს 11 საათისა,“ – ამბობს მადონა ჯუღელი.
მისი განმარტებით, გვიან დაძინება ორგანიზმში ჰორმონალური დისბალანსის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, ამიტომ, მისივე რეკომენდაციით, საქმეების გადადება დილის საათებისთვის უფრო სწორი და პროდუქტიული მიდგომაა.
