LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის ცენტრში მხოლოდ ეკოლოგიური ტრანსპორტი იმოძრავებს

61

მადრიდის ცენტრში მხოლოდ ეკოლოგიური ტრანსპორტი იმოძრავებს. სიახლე ძალაში ნოემბრის თვიდან შევა და დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გავლას მხოლოდ ის ავტომობილები შეძლებენ, რომლებიც გარემოს დიდ ზიანს არ აყენებენ. სწორედ ამიტომ, იმ მძღოლებს რომლებსაც 2000 წლამდე დარეგისტრირებული ბენზინის, ან 2006 წლამდე დარეგისტრირებული დიზელის ძრავიანი მანქანები ყავთ – სპეციალური შემოწმების გავლა და დოკუმენტაციის აღება მოუწევთ.

ექსპერტთა შეფასებით, მადრიდის ცენტრში მოძრავი ავტომობილების 20%-ს აკრძალვა აუცილებლად შეეხება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი კანონი მავნე გამონაბოლქვის რაოდენობას 40%-ით შეამცირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები