LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის მეტროში მალე უპილოტო მატარებლები გამოჩნდება

179
Tren copia.jpg

მადრიდის მეტროში უპილოტო მატარებლები გამოჩნდება. ინოვაციური ტრანსპორტი ყველაზე გადატვირთულ ხაზებზე (მე-6 და მე-8) 2030 წლიდან იმოძრავებს. სიახლის შესახებ Metro Madrid წერს.

სადგურებს სადაც უპილოტო მატარებლები ივლიან დამცავი კედლებით და ავტომატური კარით აღჭურავენ. ეს კარი მხოლოდ მაშინ გაიღება და დაიკეტება, როცა სადგურზე მატარებელი გაჩერდება.

ავტომატიზაციის დახმარებით მატარებლები ყოველ 2 წუთში ივლიან, რაც ხაზის გამტარობას ძალიან გაზრდის და გადატვირთულობას შეამცირებს.

უპილოტო საზოგადოებრივ ტრანსპორტის ტესტავენ სხვა ევროპულ ქალაქებშიც. მაგალითად, უპილოტო მატარებლები გამოჩნდებიან პრაღის მეტროშიც, ოღონდ იქ 2029 წლიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები