მადრიდში გაიხსნა მუზეუმი, სადაც ცნობილი ხელოვანის ბენქსის ნამუშევრების ყველაზე დიდი კოლექცია იქნება თავმოყრილი. მუზეუმში ტურისტები შეძლებენ ნახონ ყველაზე ცნობილი გრაფიტის ზუსტი ზომის რეპროდუქციები, მათ შორის „გოგონა ბუშტით“, „ყვავილების მსროლელი“ და ბევრი სხვა. მთლიანობაში დანიშნულება 170 ასლს მოიცავს.
ბენქსი – ანონიმი ინგლისელი ანდერგრაუნდ არტისტის ფსევდონიმით მოქმედი პოლიტიკური აქტივისტი და რეჟისორია. ბენქსის ნამდვილი სახელი ან წარმომავლობა უცნობია და მისი ბიოგრაფიის გარშემო საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს.
რაც შეეხება მადრიდულ მუზეუმს, მისი დამაარსებელი ბელგიელი კინორეჟისორი და პროდიუსერი ჰაზიზ ვარდარია. ჰაზიზი სულაც არ თვლის პრობლემად იმ ფაქტს, რომ მუზეუმში ორიგინალი ექსპოზიციები არ იქნება. მისი აზრით, მთავარი ეს ის გზავნილია, რომელსაც ხელოვანის ნამუშევრები ატარებენ. მუზეუმის მიზანი – ბენქსის ნამუშევრების ერთად შეგროვებაა, რადგან მისი ნამუშევრები ხშირად ნადგურდება ან უბრალოდ იკარგება.
თავად ბენქსის მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით რეაგირება არ ჰქონია. როგორც ცნობილია, თავისი ნამუშევრების არაკომერციული მიზნით გავრცელებას ის ძალიან დადებითად აფასებს.