LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდში მოტოციკლების გაქირავების პირველი პუნქტი გაიხსნება

48

მადრიდში მოტოციკლების გაქირავების პირველი პუნქტი გაიხსნება. გრანდიოზული პროექტის პრეზენტაცია 17 მაისისთვისაა დაგეგმილი და აღნიშნული ობიექტი ევროპაში ყველაზე დიდი იქნება. ე.წ. „მოტოშეარინგი“ ბარსელონაში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს. ამჯერად კი დედაქალაქის რიგიც მოვიდა.

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ავტომობილების სკუტერებით ჩანაცვლება გადატვირთულ მოძრაობას ბევრად შეამცირებს და ეკოლოგიურ მდგომარეობაზეც დადებითად აისახება.

შეგახსენებთ, რომ ორბორბლიანი ტრანსპორტი ესპანეთში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მისი საშუალებით დანიშნულების ადგილზე მისვლა ბევრად უფრო მოსახერხებელია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები