LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაფიის კვალდაკვალ“ – იტალიაში საინტერესო ექსკურსიები იწყება.

84

სიცილიაში მდებარე ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ ვიზიტორთა მოსაზიდად დამაინტრიგებელი ტურები დაიწყო. ე.წ. „მაფიოზური“ ექსკურსიების მარშრუტი იმ ადგილების მონახულებას მოიცავს, რომლებიც კოზა ნოსტრასთან – ყველაზე ცნობილ მაფიოზურ ოჯახთანაა დაკავშირებული. სიცილიაში ჩასულ ტურისტებს მთელი დღე ექნებათ იმისთვის, რომ იტალიის კრიმინალურ სამყაროს დეტალურად გაეცნონ. ყველაფერი კი მაფიის მუზეუმის მონახულებით დაიწყება. იქ დამთვალიერებლებს კრიმინალური კლანის პოლიტიკასა და რელიგიასთან კავშირის შესახებ უამბობენ, ამის შემდეგ კი მათ ყველაზე ცნობილი მაფიოზების დაბადების ადგილებს დაათვალიერებინებენ.

შეგახსენებთ, რომ სიცილიას დღემდე კრიმინალური რეპუტაცია აქვს და რეგიონში მკვლელობა ყოველ 2 საათში ერთხელ ხდება. როგორც ჩანს, ეს ტურიზმის განვითარებას ძალიან დაეხმარება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები