LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგათ რომ სირიაში წასვლა სდომებოდათ წავიდოდნენ კიდეც“ – პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

76
აქცია დუისში

პანკისის ხეობაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები დუისის პოლიციასთან შეიკრიბნენ და ანტიტერორისტული ცენტრის მიერ რამდენიმე კვირის წინ ჩატარებული სპეცოპერაცია გააპროტესტეს.

მათი თქმით, დაკავებულ ახალგაზრდებს კავშირი არ აქვთ ტერორიზმთან და უწყების გამოყენებული ვიდეო მათ ბრალეულობას არ ამტკიცებს, რადგან არასწორად არის ნათარგმნი.

„ჩვენ არ ვართ ტერორისტები, ჩვენი შვილები უდანაშაულოები არიან. ვიდეო, რაც სუს-მა გამოაქვეყნა არასწორად არის ნათარგმნი და იქ სულ სხვა თემაზე ლაპარაკობენ. მაგათ რომ სირიაში წასვლა სდომებოდათ წავიდოდნენ კიდეც. რა უნდათ ჩვენგან ვერ გავიგეთ. ხან გვიკლავენ ახალგაზრდებს, ხან აკავებენ,“ – განაცხადეს დაკავებულის ახლობლებმა.

აქციის მონაწილეებმა დახმარების თხოვნით დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართეს. იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, ისინი შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ – პროკურატურის ინფორმაციით, ისინი საქართველოში კორპუსის აფეთქებას გეგმავდნენ

ფოტო: ტვ „რუსთავი 2“
magti 5g