LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძეს სურს, მისი საქმე ხელახლა განიხილონ ახალმა ნაფიცმა მსაჯულებმა

104

მაგდა პაპიძე ითხოვს, საკასაციო საჩივრით მისი საქმე ხელახლა განიხილონ. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პაპიძის ადვოკატი მარიკა ფხალაძე აცხადებს, რომ სასჯელის შეცვლის მოთხოვნა საჩივრის დამატებითი არგუმენტია, ძირითადი მოთხოვნა კი საქმის ხელახლა სასამართლო განხილვას ეხება.

ფხალაძემ აღნიშნა, ისინი მიიჩნევენ, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით გამოიტანეს და მოსამართლის განმარტებებით არ უხელმძღვანელიათ.

”პრაქტიკულად სააპელაციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით ვითხოვთ, რომ დაბრუნდეს საქმე საქალაქო სასამართლოში, ახალი ნაფიცი მსაჯულები იქნენ მოწვეულები და ხელახლა ჩატარდეს განხილვები. კანონის დარღვევით მიღებულ ვერდიქტში იგულისხმება ის, რომ ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის გამოტანისას მოსამართლის მიერ მიცემული განმარტებებით არ უხელმძღვანელიათ, ვინაიდან ბავშვთან მიმართებაში სისხლის სამართლის საქმეში ბუნებაში მტკიცებულებები არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ვთვლით, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაითვალისწინეს მოსამართლის განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობას და არა ეჭვებსა და ვარაუდებს”, – განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g