LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალი რისკის გამო მოლები და ბაზრობები ამ ეტაპზე ვერ გაიხსნება – ბიზნესომბუდსმენი

348
BeFunky-collage (4)

სავაჭრო მოლებსა და ბაზრობებზე მომხმარებლების დიდი მობილობაა, რის გამოც რისკებიც მაღალია და მათი გახსნა ვერ ხერხდება, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბიზნესომბუდსმენი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სავაჭრო მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებს დღეს, 24 მაისს შეხვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შრომის ინსპექტორთა ჯგუფი თითოეულ ობიექტს გახსნამდე პრევენციულად შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში, დამატებით რეკომენდაციებს გასცემს.

“ჩვენ შევთანხმდით აღნიშნულ სექტორთან სამუშაო ფორმატზე, რათა მოხდეს სრულად მოხდეს ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი სტანდარტების გათვალისწინება და აღნიშნული ბიზნესის გახსნამ არ წარმოშვას დამატებითი ეპიდემიოლოგიური რისკები”, — განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში კვლავაც შეზღუდულია ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინვაჭრობისა. შეზღუდული რჩება მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა აგრარული ბაზრობებისა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g