LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალმთიან რეგიონებს ერთმანეთთან ახალი, ექსტრემალური გზა დააკავშირებს

15

ქვეყნის მაღალმთიანი რეგიონების დასაკავშირებლად, ახალი ექსტრემალური გზა შენდება. ამის შესახებ  პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ახალი 55 კმ-იანი გზა ერთმანეთს ზემო იმერეთსა და რაჭას დააკავშირებს, ხოლო 200 კმ-იანი გზა სნოს, ჯუთას, როშკა, შატილს, ომალოს და ფშაველს. ა

“აშენდება ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი 55-კილომეტრიანი გზა და უნიკალური სნო – ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის 200კმ–იანი გზა, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებს. ეს იქნება ექსტრემალური ტურისტული გზა, რომელიც გარკვეულ ადგილებში ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე გაივლის და როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უნიკალური ლანდშაფტების და კულტურის გაზიარების საშუალებას მისცემს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, დიდი ტურისტული პოტენციალი აქვთ სატრანზიტო ავტომაგისტრალებსაც. ”იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო შემოსვლების 87.8% მეზობელ ქვეყნებზე მოდის, აღნიშნული სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით.   საერთაშორისო შემოსვლების მიხედვით, ლიდერი ქვეყნები არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები და სწორედ მათ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს პროექტი,”- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის აზრით,  ინფრასტრუქტურის განვითარება გამოიწვევს ტურიზმის განვითარებასაც, რითაც სარგებელს მიიღებენ რეგიონები.

”2020 წლისათვის საჭირო იქნება 40,000-ზე მეტი დამატებითი საწოლი ადგილი განთავსების საშუალებებში, რაც, თავის მხრივ, მოქმედებს დასაქმების მაჩვენებელზე და ქმნის 20,000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს მარტო პირდაპირი წესით”, – აღნიშნა პრემიერმა.

fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები