LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგის ცოლი ყველას ურეკავს: მარადონამ იკარდი და სამპაოლი გააკრიტიკა

66

დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრების მწვრთნელს აკრიტიკებს.
ლეგენდარული ფეხბურთელის კრიტიკა თავდაპირველად ხორხე სამპაოლის დაატყდა თავს, თუმცა მარადონამ არც მაურო იკარდი დაინდო.

დიეგოს განცხადებით, არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია 4,5 მლნ ევროს არ უნდა უხდიდეს მწვრთნელს, რომელიც გუნდის მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანის გარანტიას ვერ იძლევა.

”სამპაოლიმ ნაკრებში გონსალო იგუანის ნაცვლად ტრავმირებული მაურო იკარდი გამოიძახა. იკარდი აქამდე ნაკრებში არ ყოფილა. სამპაოლის გადაწყვეტილებები აღმაშფოთებელია. არ შეიძლება განაცხადს მიღმა კუნ აგუეროს დატოვება და ამავდროულად იმ ფეხბურთელის გამოძახება, ვისი ცოლიც გამუდმებით ერევა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელთა საქმიანობაში. იკარდის მეუღლე ვანდა ნარამ სხვადასხვა დროს სამჯერ დაურეკა ედგარდო ბაუსას და შემდეგ ოთხჯერ ხერარდო მარტინოს. იგი მწვრთნელებს ქმრის ნაკრებში გამოძახებას სთხოვდა. ამის შესახებ ცნობები თავად მწვრთნელებისა და მათი ასისტენტებისაგან მივიღე, თუმცა არ ვიცი რამდენჯერ დაურეკა ნარამ სამპაოლის”, – განაცხადა მარადონამ არგენტინულ მედიასთან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები