”მაგთიკომი” განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”მაგთიკომის” მიერ ”კავკასუს ონლაინის” საოპერაციო აქტივების შეძენის შემდეგ ”მაგთიკომი” საქართველოში ერთადერთი ოპერატორია, რომელსაც შეუძლია სრული საკომუნიკაციო მომსახურება შესთავაზოს მომხმარებლებს:
– 2 ტიპის ინტერნეტი – მობილური და საკაბელო;
– 2 ტიპის ტელევიზია – თანამგზავრული და IPTV;
– 2 ტიპის ფიქსირებულ ტელეფონია – რადიო და საკაბელო;
– მობილური ტელეფონია – რომელიც მობილური სატელეკომუნიკაციო სამყაროს განვითარების ყველა საფეხურს მოიცავს: 2G, 3G, 4G ქსელებს, რასაც ახლა უკვე მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგია – 4.5 G ქსელი დაემატა.
მათივე ინფორმაციით, დღეისათვის ”მაგთიკომი” ერთადერთი ოპერატორია ქართულ ბაზარზე, რომელიც ორი სიხშირული სპექტრის (800 MHz და 1800 MHz) კომბინაციით, მომხმარებელს 4.5G (LTE-Advanced) ქსელს სთავაზობს. 4.5G ქსელის მთავარი უპირატესობაა სიგნალის მკვეთრად გაზრდილი შეღწევადობა, 4.5G ქსელში ერთი სადგური გაცილებით უფრო ვრცელი ტერიტორიის დაფარვას უზრუნველყოფს და შესაბამისად, მეტი მომხმარებლის მომსახურების შესაძლებლობას იძლევა გაზრდილი ინტერნეტ სიჩქარით.