22 ნოემბერს, 19:00 საათზე, ”მაგთი” კლუბში ცნობილი ქართველი არქიტექტორის – ვახტანგ დავითაიას ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც ”ფორტუნას” ”მაგთიდან” აცნობეს, ვახტანგ დავითაიას სახელს არაერთი პერსონალური გამოფენა უკავშირდება. ის 200-მდე სტატიისა და 250-მდე პროექტის ავტორია.
”ვახტანგ დავითაიას ალბომს წინ უსწრებდა ”მაგთიკომის” მიერ გამოცემული არაერთი მხატვრის, მოქანდაკისა თუ არქიტექტორის ნამუშევართა ალბომი, მათ შორისაა: ირაკლი ფარჯიანი, ედმონდ კალანდაძე, თემო ჯაფარიძე, რადიშ თორდია, მერაბა ბრამიშვილი,კოკი მახარაძე, დიმიტრი ერისთავი, თემო გოცაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ელგუჯა ამაშუკელი, ოთარ ჩხარტიშვილი, ემირ ბურჯანაძე, ბიძინა ავალიშვილი, ლევან ცუცქირიძე, გოგი ჩაგელიშვილი, გიგა ბათიაშვილი, გივი ჯაფარიძე, ვაჟა ორბელაძე, მერაბ მერაბიშვილი, ლადო ქუთათელაძე”, – განაცხადეს კომპანიაში.
მათივე ცნობით, ”მაგთიკომი” წლებია, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ ხელოვნებას.
„ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ – ამ დევიზით ”მაგთიკომმა” არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ქართული მხატვრობის, მწერლობის, თეატრის, კინოსა და მუსიკის მხარდასაჭერად.