LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი: „მთელი დღეა ვცდილობ სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება, არ გამოდის..“

1025
BeFunky-collage (5)

13 წლის მარიტა მეფარიშვილი ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მოქალაქეებმა დღეს, 15 ოქტომბერს უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

დილიდან მოზარდის სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ტაძარში მიმდინარეობდა, შემდეგ ახალგაზრდა ჩოგბურთელი სიმბოლურად კორტებზე გადაასვენეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა. ოჯახს მიუსამძიმრეს პოლიტიკოსებმა მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან. პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება ტელეწამყვანი, მაია ასათიანი.

„მთელი დღეა ვცდილობ სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება, არ გამოდის..“

„მარიტას სულს პირობა მისცა, რომ ორივეს მაგივრად ითამაშებს და ყველა გამარჯვებას მარიტას ხსოვნას მიუძღვნის..“ – მარიტა მეფარიშვილის მეწყვილის, ნიტა სხილაძის დეიდა ემოციურ პოსტს ავრცელებს

„იქნებ კარგი იდეაა შადრევანზე მარიტას ქანდაკება გაკეთდეს.. გოგონა, რომელიც თავისი მეგობრების გადასარჩენად გადახტა ამ შადრევანში“ – რას წერს ცნობილი მოქანდაკე ირაკლი ჟვანია

 

 

13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში,  ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” მოთავსებული 13 წლის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი ერთ-ერთი დაშავებულის, 13 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მალევე გაუმჯობესდა და ის გუშინ გაწერეს კლინიკიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ამავე თემაზე:

“ის ბავშვი მინდა ცოცხალი იყოს და თუნდაც მე დავრჩენილიყავი შიგნით” – რას ამბობს მებაღე რომელმაც ორი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა

“მოგწერენ მარიტა, გოგო-ბიჭები და მუდამ საამაყო ექნებათ ის, რომ ერთი ბროწეულყვავილა ყოველდღე უღიმოდათ” – თიკო ჩხეიძე

“ბიჭების გადასარჩენად ჩავიდა აუზში” – რას ჰყვება თვითმხილველი მარიტა მეფარიშვილზე

ვაკის პარკში დაღუპული მოზარდი 2021 წელს ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი – შსს ვაკის პარკის ტრაგედიაზე

მეც გაუბედურებული ვარ…თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი: კახა კალაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g