ტელეწამყვანი მაია ასათიანი ასაჯაროებს წერილს, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან, მადლობის ნიშნად მიიღო. წერილი მაშინ გამოაგზავნა, როდესაც ამის უფლება ჰქონდა, ტელეწამყვანმა კი დღეს მიიღო.
მიხეილ სააკაშვილი მაიას „მთავარი არხის“ ეთერში მის მხარდასაჭერად მისვლისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს:
„მაია, ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის, რომ ასეთ დღეს მოხვედი ეთერში ჩემი გულისთვის და თითოეული შენი სიტყვა.
წარმოუდგენლად ნიჭიერი რომ ხარ, ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ გუშინ მეც კი ზეაღმატებულად აღვფრთოვანდი.
დიდი სიყვარულითა და მადლიერებით, მიხეილ სააკაშვილი“.